ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა. ისინი იარაღის უკანონო შენახვისთვის დაკავებულ, ოპოზიციური მოძრაობის “სადამფუძნებლო პარლამენტის” კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება, რომ სომხეთის ხელისუფლების მათთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის
„დღეს დილით, შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი სომხეთის საპატრულო დაცვის პოლკში შეიჭრა და ძალადობის მუქარით ადამიანები ჰყავთ დაკავებული. ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩაბარდნენ“, - ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობაში შეჭრილთა მომხრეები სოციალური ქსელებით ავრცელებენ განცხადებებს, რომ შეიარაღებული ამბოხი დაიწყო. თუმცა, უშიშროების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
ივნისში სეფილიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუაფრდეს, მას იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ჯგუფი სეფილიანის ხელმძღვანელობით დანაშუელებრივ ქმედებებს გეგმავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი ერევანში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას აპირებდნენ.