ხვალ, 27 მაისს, 11:00 საათზე, მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" ორგანიზებით, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" (იონა ვაკელის 18 ა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით) გაიმართება ბრიფინგი.
ბრიფინგზე გაჟღერებულ იქნება მოძრაობა "გადაარჩინეს სიცოცხლის" თავჯდომარის, იური ვაზაგაშვილის მიერ გერმანიის ფედერალური კანცლერისგან ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით მიღებული წერილის შინაარსი; ასევე "სახალხო სასამართლოს" მიერ ზურა ვაზაგაშვილის მკველელობის საქმის განხილვის ახალი დეტელები (აღნიშნული პროცესის მორიგი სხდომა გაიმართება 27 მაისს, 12:00 საათზე, ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე "სახალხო სასამართლოს დარბაზში").