15 ივლისს, 19:30 წუთზე, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას გამართავენ.
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
მისამართი: საქართველოში საფრანგეთის საელჩო, კრწანისის #49