საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონეს თქმით, მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ ოთხ ქართველს ეძებენ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არიან ქართველები. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ელჩი აცახდებს, რომ მათ ახლობლები ვერ უკავშირდებიან.
ელჩის თქმით, გუშინ ისინი ნიცაში იმყოფებოდნენ. საელჩოსთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა საბოლოო ინფორმაციის დადასტურებამდე მათ ვინაობას საელჩო არ ახმაურებს.
ამ დრომდე დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველების ყოფნას საელჩო არ ადასტურებს, თუმცა ეკატერინე სირაძის თქმით, ყველა დაღუპულის ამოცნობამდე დადასტურებულად იმის თქმა, რომ ქართველები არ არიან მათ შორის, შეუძლებელია.