საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლებს მთაწმინდის პანთეონი დაატოვებინა.
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედის გაღიზიანება მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში "ქრისტიან-დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამთა დემურიშვილისა და ზაზა გაბუნიას მიერ მერაბ კოსტავას საფლავზე ყვავილების დადების მცდელობამ გააღიზიანა, რისი უფლებაც მათ მანანა არჩვაძემ არ მისცა.
"საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების საფლავზე მისვლა ყველა ქართველს უნდა შეეძლოს. პანთეონები არავის საკუთრება არაა", - განაცხადა თამთა დემურიშვილმა, რომლის თქმითაც, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებმა მთაწმინდის პანთეობი მხოლოდ იმის გამო დატოვეს, რომ იქ აურზაურის მოწყობას მოერიდნენ.
აღსანიშნავია, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დემურიშვილისა და ზაზა გაბუნიას მსგავსად, დილით პანთეონიდან ჟურნალისტების გაძევებაც სცადა.