საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ქართული დიასპორისათვის გამართულ მიღებაზე საბერძნეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენელმა ნინო ღორჭმელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთის პოლიციას უკანონოდ ჰყავს დაკავებული ქართველი ახალგაზრდა, რომლის გათავისუფლებას დიასპორის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ და იგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ამ საკითხში დაეხმაროს.
როგორც მიღების შემდეგ ღორჭმელიძემ დიასპორასთან საუბრისას განმარტა, საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ახალგაზრდა, რომლის ვინაობას შეგნებულად არ სახელდება, პირველად დააკავა შემოწმების მიზნით და ადვოკატმა მისი გათავისუფლება მოახერხა, თუმცა, როგორც შემედეგ აღმოჩნდა, საკანში ყოფნისას მას ალბანელმა პატიმარმა სთხოვა, რომ მისულიყო დედამისთან და ეთქვა, რომ იგი იყო დაპატიმრებული.
ციხიდან გამოსული ქართველ მივიდა მიცემულ მისამართზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ მისამართზე იყო დანაშაული ჩადენლი. პოლიციას ზედამხედველობაში ჰქონდა აყვანილი ეს საცხოვრებელი და აქ მისული ქართველი დააკავა და დღემდე მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ღორჭმელიძის თქმით, პირად საუბრებში მოსამართლეები ქართული დიაპსორის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ეს ახალგაზრდა ბერძენი რომ იყოს აქამდე უპრობლემოდ გაათავისუფლებდნენ.
ღორჭმელიძე ვერ საუბრობს ვერც იმ დანაშაულზე, რაც აღნიშნულ მისამართზეა ჩადენილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდას 12-დან 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სწორედ ამიტომ იგი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი დიაპორის სახელით თხოვს საქართველოს ხელისუფლებას რომ მათ აღნშნული საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ.