დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში დღეს, ეროვნულ სტადიონზე 17:45 წუთზე გაიმართება. თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის "ვიტ ჯორჯია" და "დინამო" დაუპირისპირდებიან.
პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანის პაატა ბურჯალიანის განცხადებით, თამაშზე მისულ გულშემატკივარს ლიგის ხელმძღვანელობა სხვადასხვა სახის სიურპრიზს უმზადებს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონფორტი შევუქმნათ გულშემატკივრს სტადიონზე შესვლასთან დაკავშირებითაც. ამიტომ გაიღება სტადიონზე შესასვლელი 4-ვე ძირითადი ჭიშკარი. დირექტორ სანდრო შახოვთან ერთად ვიზრუნებთ იმ საკითხზეც, რომ სწრაფადვე მოესწროს ახალი სკამების დამონტაჟება ტრიბუნებზე. მთლიანობაში კი თამაშის სანახავად მოსულ ქომაგს სხვადასხვა სიურპრიზს ვუმზადებთ", - განაცხადა ბურჯალიანმა.
ბილეთის ფასი სიმბოლურად 1 ლარი იქნება.