ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით რუსთველის გამზირზე ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა ხელმოწერები შეგროვება მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ინიციატივის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს ნატოში გაწევრიანების ყველა მხარდამჭერს საშუალება მიეცემა საკუთარი მოსაზრება პარლამენტის წინ ბანერზე ხელმოწერით დააფიქსიროს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ფარგლებში გაიმართა.
დღესვე აღლუმს პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
როგორც ჟურნალისტებს მარია კაჩინსკის ძმამ განუცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება.