საქართველოს მთავრობა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას იწყებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება.
„მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანის განვითარება პრინციპში მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია, სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება დიდწილად, იმისათვის რომ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც იგეგმება ამ მიმართულებით და ეს გახლავთ ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, საქართველოს სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდელიზაცია, ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა, სწორედ ეს გახლავთ მიწათსარგებლობის დოკუმენტის შექმნა, დღეს ვიწყებთ სხდომაზე ამ საკითხის განხილვას და მიღებული იქნება მთავრობის შესაბამისი განკარგულება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.