დღეს ჩვენი უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დღეს აღვნიშნავთ და ეს დღე ალბათ ყველაზე სათაყვანოა ყველა ქართველისათვის, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ერისთვის არაფერი არ არსებობს უფრო ძვირფასი, სათაყვანებელი და უფრო სათუთი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. მით უმეტეს, ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო უამრავ განსაცდელს, უამრავი მტრის შემოტევას და ამ იმპერიების მიერ ოკუპაციას.
ხშირად მსოფლიოს უძლეველ იმპერიათა მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდებოდა ათეულობით და ასეულობით წლების განმავლობაში. იყო შემოტევები, რომელიც ანადგურებდნენ ყველაფერს, რაზეც ქართველი კაცი შეძლებდა საკუთარ სამშობლოში ფეხის მოკიდებას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ერი არ გატყდა, არ დაყარა ფარ-ხმალი, არ შეეგუა პატივისა და ღირსების აყრას, არ დათმო ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ და ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი. იმიტომ რომ ის იმპერიები გადაშენდნენ, მათვის ადგილი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე ეწერა და საქართველო ისევ არსებობს. ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერც ერთხელ ისე, რომ ხელახლა დადგომის ჟინი და მონდომება დაგვეკარგა. ისევ არსებობს ქართველი ერი გაუტეხელი, შეუდრეკელი, როგორც დღიდან მისი დაბადების. ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი ქართული დროშა. ამიტომ არის ეს დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი.
მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლისა, როგორც ჩვენ ქართველ ერს, იმიტომ რომ თუ რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს არის პირველ რიგში ჩვენი ერი - ქართველები.ჩვენს თაობებს დიდი პრივილეგია გვერგო წილად ჩვენ ვცხოვრობთ დროში როცა საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს რომ არ გვეშინია დამპყრობლის რეპრესიების, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები ამას ვერ ახერხებდნენ. მათთვის სიტყვა დამოუკიდებლობის ოცნებაც კი სიკვდილის საფრთხეს შეიცაავდა. მათთვის ყველაფერი ქართული ენაც, დამწერლობაც, ხშირად მალვით იყო შესანახი რათა ისიც არ წაერთმიათ. ჩვენი წინაპრების ყველა თაობა იბრძოდა დამოუკდებლობისთვის. მაგრამ ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ ვინაიდან ძალიან ცოტას ერგო ბედნიერება ებრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ენით აუწერელი თავგანწირვის მიუუხედავად აქამდე ვერცერთმა თოაბამ ვერ შეძლო საბოლოო და შეუქცევადი გამხდარიყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ჩვენს თაობას აქვს პატივი ვიყოთ ამ განსაკუთრებულ დროში. იმ ხალხს შორის ვინც იბრძვის დამოუკდიებლობის დასაცვავად და გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინც გასტეხს ნავსს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისთვის. ეს ერთი მხრივ დიდი პატივია, ხოლო მეორე მხრივ დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე. დამპყრობლის მორჩიელბის ქვეშ ცხოვრებაში, რომ რაიმე კარგი ყოფილიყო მილიონიY ჩვენი წინაპარი არ გასწირავდა თავს დამოუკიდებელობისთვის ბრძოლაში. ეს ნიშნავს უფლებას თავად ავირჩიოთ ჩვენი მომომავალი თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა, შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად.
დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას ვიდრეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და ვიმოქმედებდოთ არა სხვისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, დამოუიკდებლობა ნიშნავს თავად ვირჩევდეთ ქვეყნის ეკონომკურ და პოლიტიკურ მოდელს, რაც მთავარი სახელწმიფოებრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს ერთადერთ გზას, გზას თავისუფალი საზოგადოებისკენ.
არ არსებობს ხალხის თავისუფლება დამოუკიდებლობა წართმეულ ქვეყანაში.
მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკდიებლობა არის პოლიტიკური გამოხატულება ჩვენი ერის ფუნდამენტური იდეის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას, ჩვენს უნარს ვეტრფოდეთ თავისუფლებაას. ჩვენ დაოუკიდებლობის გარეშე სხვა ძალის მიერ გარეშე ძალის მიერ მმართველობის პირობებში ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს წინაპართა წინაშე და ამიტომ ჩვენ მტკიცე უარს ვამბობთ მართული ვიყოთ სხვა გარეშე ძალების მიერ.
მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება ჩვენ ქართველ კავკასიურ ოცნებას მომავალზე საქართველოს დამოუკდიებლობა ეფუძნება არა რომელიმე პოლიტიკოსის, პოლიტიკური პატრიის, ჯგუფის და ძალის ახირებას, არამედ ჩვენი ხალხის თავისუფალ სულს და გაუტეხელ ეროვნულ სიამაყეს.ჩვენს დამოუკიდებლობას ისევ უპირისპირდება იმპერია. არსებობენ ძალები, რომლებიც გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფელბის შენარჩუნებისთვის ამ დიდ ბრძოლაში.
მათი მოციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდენენ. და იყიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ ოცნებაზე. გვეუბნებიან, რომ მორჩილება და უუფლებობა ჩვენი გადარჩენის არსებობის ერთადერთი ფორმაა.
მათი ლოგიკით ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოს გააჩნია თავზე ნაცრის წაყრა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა. მათი ლოგიკით და ფილოსოფიით თუ მტერი ძილერია წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.
მაგრამ სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართველ მრავალსაუკუნოვან გენს. გენს, რომელმაც გამოგვატარა ბასიანი, დიდგორი.
ჩვენ მაშინდელ ლიდერებს და პატრიოტებს, რომ ერთი წამითაც დაეწყოთ ფიქრი დანებებასა და ხელების ჩამოშვებაზე დღეს არათუ სახელმწიფოებრიობა, არამედ ეროვნებაც აღარ შეგვრჩებოდა ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში.
თითოეულმა ქართველმა მამნულიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ვერაფერი მოადუნებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი მრავალეთნიკური ერის დიდებული წარსულისა და მომავლის წინაშე.დღეს ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. რამდენად შევძლებთ რეფორმების გატარებას. რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას. რამდენად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში. რამდენად სწრაფად ჩამოვაყალიბდებით, როგორც მოდერნიზებული თანამედროვე ევროპული ერი ხელახლა.
დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ეფუძნება იმასაც, თუ რამდენად შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას კორუფციისაგან, რამდენად შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას, რამდენად შევძლებთ ჩვენ ხალხს შევუქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ქვეყნისთვის რეგიონალური ეკონომიკის ახალი ცენტრის ფუნქციას მოვიპოვებთ. რაც მთავარია, იმაზე _ თუ რამდენად დაცული იქნება ჩვენი საზოგადოება კრიმინალისგან და ძალადობისაგან. რამდენად სტაბილური იქნება გარემო, რამდენად ერთიანი იქნება ჩვენი ხალხი და რამდენად მტკიცე იქნება სახელმწიფოებრივი აპარატი და სამართალდამცავი სტრუქტურები, რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი არმია.კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებთ დღეს ამ აღლუმზე ქართველი სამხედროების დანახვა და რომელთაც, სამწუხაროდ, შარშან ხელი შეუშალეს აღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, აცხადებენ, რომ ის, რაც დღეს ამ გამზირზე ხდება არის ჩვენს მიერ იარაღის ჟღარუნი და უბრალოდ აღირება, ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას, ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა.
რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულისფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს და ეს ყველამ ერთად უნდა განვაცხადოთ. იმიტომ, რომ ის დრო, როგორც არ უნდა უნდოდეს, მას ვისაც უნდოდა ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა, ვერ გაიგებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ფუნქციონირებადი სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს, ეროვნულ ინტერესებს და მის დაცვას. ვერ გაიგეს, რომ ჩვენთვის ინსტიტუტების სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა და პირადი სახელი და დიდება და მით უმეტეს, კორუფციული სიმდიდრე. ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში, დრო, როდესაც მცირერიცხოვანი კორუმპირებული უსამართლო ერთმანეთის გაუტანლობაზე და ქედმაღლობაზე დაფუძნებული ელიტა დახურულ ოთახებში განსაზღვრავდა ქვეყნის მომავალს. გზას უკეტავდა ყოველგვარ ნიჭს, კლანური, კუთხობრივი და კიდევ, რაღაც სხვა ნიშნების მიხედვით. ერთხელ და სამუდამოდ ეს ისტორიას ჩაბარდა და აღარასოდეს უკან აღარ დაბრუნდება. საქართველო დაეფუძნება ნიჭიერებას და ნიჭიერებისთვის გზის გახსნას. ვინც მეტს იშრომებს, ვინც უფრო ნიჭიერი იქნება, ვინც უფრო მეტი პატრიოტი იქნება ის წავა წინ საქართველოში და არა ის ვინც თვლის, რომ მას ეს ეკუთვნის სხვადასხვა წარსული მომენტების გამო. მათ ვერ გაიგეს, რომ მთლიანად საქართველო აღარასდროს აღარ დაბრუნდება წარსულში და ეს არის, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. ვერ გაიგეს ის, რასაც ჩვენი უკვდავი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი ამბობდა _ "ამ მთათა გამო, ყველაფერის გამო, ირგვლივ რაც, არის ვინც აქ იშვა და ვინც აქ იზარდა, არ შეიძლება იყოს ლაჩარი".ჩვენი ათასწლეული სიმტკიცის ეროვნული სული ახალი თანამედროვე ღია ევროპული საზოგადოების სახელით იმოსება, ჩვენი ინსტიტუტები მტკიცეა როგორც არასდროს, ჩვენ ეკონომიკა, მთელი სიძნელეების, გაჭირვების მიუხედავად და დიდი უმუშევრობის მიუხედავად გაჯანსაღების გზას ადგას და ევროპული ინტეგრაცია პროგრესირებს და შეუქცევად ხასიათს იღებს.
ჯერაც რჩება დიდია წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი სვლა დამოუკიდებლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ გზაზე გაგრძელდება და მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.