ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. გუშინ დაწყებული ხმის მიცემის შედეგად, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტენინს 91-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს 85-მა, ფრანგ ალან ნერის კი, 26-მა.
იქედან გამომდინარე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა არც ერთ კანდიდატს არ მიუღია, დაინიშნა არჩევნების მეორე რაუნდი, სადაც კენჭს უყრიან კრისტინა მუტენინსა და გიგი წერეთელს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც 1-5 ივლისს საქართველო მასპინძლობს, თბილისის დეკლარაცია მიიღეს.
გუშინ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მისი შანსები მცირდება, რადგან ამ დროისთვის ზოგი მისი მხარდამჭერი საქართველოდან უკვე წასული იქნება.