საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების შესახებ აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებასთან“ ცივილური გაყრა მოხდება.
დავით უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილიზებულად, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება არც "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიღებული არ აქვთ.
„ჯერ არც "რესპუბლიკურ პარტიას" მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც გიორგი კვირიკაშვილს. ამასთანავე არჩევნები ახლოვდება, არჩევნები რომ ახლოვდება, ყველა პარტია, მათ შორის "რესპუბლიკური" ემზადება არჩევნებისთვის. ამიტომ, არ არის გამორიცხული და ჩვენ ეს განვაცხადეთ, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილური ევროპული გაყრა. კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ, მანამ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით ცალ-ცალკე,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.