საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ლიენცში გამართულ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე - კამერუნის ეროვნულ გუნდთან 0:0 ითამაშა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), მაქსიმე ქვილითაია ("ლოკომოტივი"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("სპარტაკ-ნალჩიკი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), გიორგი შაშიაშვილი ("ერგოტელისი", საბერძნეთი), ილია კანდელაკი ("შტურმი", ავსტრია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი ("ჰაპოელი", ისრაელი), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაქაბი", ისრაელი), რევაზ ბარაბაძე ("ანჟი", რუსეთი), ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი (ორივე "ზესტაფონი").
საქართველოს ნაკრები მატჩში დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
თემურ ქეცბაიასთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს მეორე მატჩია ესტონეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.