ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდგარ კონფერენციაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემსწავლელი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი დაფუძნდა.
კონფერენცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიეძღვნა.
ცენრის დაფუძნების ინიციატივა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტის პაატა სურგულაძეს ეკუთვნის.
როგორც პაატა სურგულაძე აცხადებს ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ყველა მსგავსი პროფილის სამეცნიერო ინსტიტუტთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.