საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისის მერია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
გმირთა მოედანზე დიდების მემორიალი გაიხსნება. ერეკლეს ქუჩიდან მშვიდობის ხიდის გავლით, რიყეზე ტრადიციული ყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში" 10:00 საათიდან დაიწყება. ევროპის მოედანთან კი "ყვავილების საათის" გახსნა იგეგმება.
14:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე ბავშვთა რაგბის ფესტივალი დაიწყება. 14:30 საათზე კი იპოდრომზე ცხენოსნობა "კონკური" გაიმართება. 17:45 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისის "დინამოსა~ და "ვით-ჯორჯიას~ საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლებს. 18:00 საათზე მუშთაიდის ბაღში ილუზიონისტის შოუ და პანტომიმის წარმოდგენა-პერფორმანსი ჩატარდება.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 21:30 საათზე "მშვიდობის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გალაკონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დავით ევგენიძე, ნანი ბრეგვაძე, მანანა მენაბდე, ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ქეთათო ჩარკვიანი, მაია დარსმელიძე, ლადო ბურდული, გიორგი უშიკიშვილი, "ანაბანა", ნიკა კოჩაროვი, თინა თათარაიძე, ანი ხანჩალიანი, გულნაზი გოლეთიანი, მარიამ კახელიშვილი, ნიკა მემანიშვილი და ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი. გალაცონცერტს კი დისკოჯგუფი "ბონი-ემი~ დაასრულებს.
26 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საოპერო სპექტაკლების საგაზაფხულო სერიები ჩატარდება.