გმირთა მოედანზე ახლად აშენებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალის მონაკვეთი ექსპლუატაციაში დღეს, 26 მაისს შევა. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზის მშნებელობა, რომელზედაც ამ ეტაპზე 400 ადამიანია დასაქმებული. 3-4 თვეში კიდევ რამდენიმე ასეული დასაქმდება. გზის მშნებლობა კი ქალაქში მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განაცხადა უგულავამ.
მისი ინფოირმაციით, მთლიანად მაგისტრალის მშნებლობა სექტემბერში დასრულდება. ივნისში კი თამარაშვილის ქუჩიდან შემოსასვლელი მეორე გზის მონაკვეთი გაიხსნება. აგვისტოს ბოლოს დასრულდება ტელევეზიის მიმდენარედ, კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის კვანძის დამაკავშირებელი 150 მ გზის მონაკვეთის და მოედნიდან კვანძზე ასასვლელი ესტაკადის მშენებლობა. გზის სიგრძე მთლიანად 4 კმ იქნება.
თამარ მეფის გამზირიდან გმირთა გამოდენის გავლით, ვერის ხეობამდე 400 მ-იანი საგზაო მონაკვეთი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნეს. მათ გზა "ფორმულა 3"-ის ავტომანქანებით გაიარეს.
მასალის გამოყენების პირობები