დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, გიორგი თარგამაძე და პარტიის ლიდერები ქუთაისში აღნიშნავენ. "ქრისტიან-დემოკრატები" ბაგრატის ტაძრისკენ, რომელიც საქართველოს ერთიანობის სომბოლოა, მხარდამჭეერებთან ერთად მრავალრიცხოვან მსვლელობას მოაწყობენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სამტრედიასა და ვანში შეხვედრები 25 მაისს დაასრულა. დღის ბოლოს იგი ვანის რაიონის სოფელ ამაღლებას ესტუმრა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან ჩასახლებული. ქდმ-ის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს უმძიმესი უწოდა, მათთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკას - დანაშაულებრივი.
მასალის გამოყენების პირობები