ხვალ, 26 მაისს მუხიანში თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ოთხი საფეხბურთო სკოლის ახალგაზრდული გუნდი მიიღებს მონაწილეობას . ტურნირი პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გურამ საღარაძის პატრონაჟით ტარდება და დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. გუნდების დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს „სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.
ტურნირი დაიწყება 12.00 საათზე, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 16.00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები