გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილების გამო წუხს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ანგელა მერკელი საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ.
კანცლერის თქმით, გერმანიას ევროკავშირის წარმატებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
ანგელა მერკელმა ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, 27 ივნისს ბერლინში გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის შეხვდება და მათთან ერთად მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.