საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ ის 22 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც შვეიცარიასთან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან. 21-წლამდელები "ბასას" სპორტულ კომპლექსში 25 მაისიდან საწვრთნელ შეკრებას დაიწყებენ.
საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება 30 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და მას სლოვაკი არბიტრი რიჩარდ ტრუტცი განსჯის.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ბახტაძე ("დიორი", უნგრეთი);
მცველები: ლევან კაკუბავა ("დინამო"), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი"), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა", პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია"), ალექსანდრე ბენაშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა ხუხია ("ბათუმი"), ლაშა თოთაძე ("დიორი");
ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" (მ), რუსეთი), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა"), გიორგი განუგრავა ("დიორი"), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), თეიმურაზ შონია (ცხინვალის "სპარტაკი"), გიორგი ჭედია ("ოლიმპი");
თავდამსხმელები: რევაზ ბარაბაძე ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ივანიშვილი ("ვოლენი", შვეიცარია), ბექა გოცირიძე ("დნიპრო", უკრაინა), მათე ვაწაძე ("დინამო").