2016 წლის მაისში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 1957899,07 ლარი შეადგინა, - ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 1370745 ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიო ხალხისთვის“ – 266407,72 ლარი. მესამე ადგილზე - „პატრიოტთა ალიანსი - 113064,50 ლარი.
„გირჩი“ - 81295,53 ლარი. „ნაციონალური მოძრაობა“ მაისში მიღებული შემოწირულობების მხრივ მეხუთე ადგილზეა. პარტიამ 54 049,32 ლარი მიიღო.
შემდეგ მოდიან ”თავისუფალი დემოკრატები” - 28000 ლარი. გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“ – 26732 ლარი, „ჩვენი სამშობლო“ – 11 ათასი ლარი; „საქართველო მშვდობისთვის“ - 2360 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 2065 ლარი; „რეპუბლიკური პარტია“ - 1060 ლარი; „მემარცხენე ალიანსი“ – 1000 ლარი, „კონსერვატიული პარტია - 120 ლარი.