ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ მათთან მისული სოციალური აგენტი საარჩევნო აგიტაციას ეწევა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინონ.
როგორც სანდრო კვიტაშვილმა დღეს ზუგდიდში განაცხადა, 30 მაისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებსა და პენსიების ან სოციალური შემწეობის დანიშვნა-არდანიშვნას არანაირი კავშირი არა აქვს ერთმანეთთან.
"თუკი მოსახლეობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს სამსახურის ვინმე საარჩევნო პროპაგანდისთვის იყენებს, ვთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ და მკაცრად დაისჯება", - განაცხადა კვიტაშვილმა.
კვიტაშვილი ზუგდიდში მთავრობის სხდომას ესწრებოდა.