საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს.
„დღეს გრძელდება სამუშაო შეხვედრები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ჩვენ ვხვდებით მედიის წარმომადგენლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონპროექტი ეხება მედიას, მათი პოზიცია და მოსაზრებები საინტერესოა, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი პრეზიდენტის პოზიციის ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.