ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ , საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირის სანდოობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
"ვაღიარებ, რომ ზოგიერთ ქვეყანას ამ საკითხის გადაწყვეტა საგანგებო მექანიზმის ამოქმედებამდე სურს. თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის სანდოობას საფრთხე არ შეექმნება, რადგან საქართველოს წარუდგინეს მკაფიო კრიტერიუმები ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, ეს კრიტერიუმები შესრულებულია. ჩვენ პირობა უნდა დავიცვათ, რომ შევინარჩუნოთ ნდობა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.