დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, აეროპორტის სასტუმროს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტი მოინახულა და მათ დახმარება მიუტანა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულ ერთ-ერთ უნარშეზღუდულ ახალგაზრდას, რუსლან შავაძეს, საჩუქრად ინვალიდის ეტლი და პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
აეროპორტის სასტუმროს კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში 129 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია.
აფხაზეთის მთავრობა სამუშაო გეგმის მიხედვით, დევნილთა დახმარებებს მომავალშიც გეგმავს.