"ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიღნაღის მაჟორიტარ კანდიდატად ლევან ბეჟაშვილი წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას პირდება.
„ოქტომბერში მოვიგებთ არჩევნებს, ერთი თვის შემდეგ ყველა პენსიონერი აიღებს 50 ლარით მეტ პენსიას. ამას თვალებში ჩახედვით გპირდებით.
ბევრს სრულიად აუხსნელი მიზეზებით მოეხსნა სოციალური დახმარება. ვისაც უსამართლოდ მოეხსნა ეს დახმარება, ყველას აღუდგება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.