უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასათვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე.
„უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია. საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასათვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა