‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდა ორგანიზაციის ახალი წევრები წარადგინა. ახალგაზრდა ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ სხვადასხვა უნივერსიტეტების თსუ-ს, ჭავჭავაძი-ს, კავკასიის, საქართველოს უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტი შემოუერთდა.
,,თავისუფალი დემოკრატებს დიდი ძალა გვიერთდება. ჩვენ დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების თსუ-ს, ჭავჭავაძი-ს, კავკასიის, საქართველოს უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტი შემოგვიერთდა.
ეს ახალგაზრდები სწავლობენ ბიზნესის, საზოგადოებათმცოდნეობის, უცხო ენების, პედაგოგიურ და სხვა ფაკულტეტებზე. ყველა ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისათვის დღეს უმნიშვნელოვანესია და ის განათლება, რომელსაც ეს ახალგაზრდები იღებენ უნდა იყოს სრულყოფილი, რათა მომავალში მათ სწორად მოახდინონ მიღებული განათლების გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ. განათლება ‘’თავისუფალი დემოკრატებისათვის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც პარტიის პლატფორმაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
ძალა, რომელიც დღეს ჩვენ შემოგვიერთდა უმთავრესი საყრდენია ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების საქმეში. ‘’თავისუფალი დემოკრატებისათვის’’ ახალგაზრდები, მათი პრობლემების გადაჭრა და მათთან ერთად მუშაობა უმთავრესი ამოცანა არის. ჩვენ, ძლიერ ახალგაზრდებთან ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს’’,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.