აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ არღვევს ადამიანის უფლებებსა და დევნის ოპოზიციას. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, რომელთაგან 12 ორგანიზაციის მიერ სინდისის პატიმრად იყო აღიარებული. თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ოპოზიციისადმი და საზოგადოებრივი ორგანისაზიებისადმი აზერბაიაჯნის ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას არ ნიშნავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, უფლებადამცველების მუშაობა აზერბაიჯანში პარალიზებულია: მათი ანგარიშები გაყინულია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები კი დალუქული.
Amnesty International აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ციხეებში გათავისუფლებული ადგილები ახალმა პატიმრებმა დაიკავეს. საერთაშორისო ორგანზიაცია მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად პარალიზებულია, დახურულია მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მაგალითად, რეპორტიორების თავისფულებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი და არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული კვლევების ცენტრი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ, ამჯობინებენ, ხელისუფლება არ გააკრიტიკონ და პოლიტიკური საქმეები არ განიხილონ. Amnesty International-ში ასევე მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სოციალური ქსელების კონტროლი გაამკაცრა.
საერთაშორისო უფლებადამცველების მონაცემებით, ამჟამად აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება სულ მცირე 14 ადამიანი, რომლებსაც ორგანზიაცია სინდისის პატიმრებად მიიჩნეს. ადგილობრივი აქტივისტები კი 70 პოლიტპატიმრის შესახებ საუბრობენ.