ანგელა მერკელმა დღევანდელ ბრიფინგზე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საქართველო არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი.
"ასოცირება ძალაში შედის, მაგრამ ჯერ მისი იმპლემენტაცია საჭიროა. ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, ასოცირების შეთანხმება რის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს.
"საქართველო არ არის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატი, ეს არ არის ჩვენს დღის წესრიგში, ჯერ გავაკეთოთ, ის რაც ჩვენ გეგმაში შემოდის, კარგად დავამთავროთ პროცესი, ჩვენ ვხედავთ დიდ წარმატებას, პროგრესს ვხედავთ, რასაც საქართველომ მიაღწია,“- განაცხადა მერკელმა.