ბათუმის ახალ ბულვარიში, ცენტრალურ ქუჩას ლეხ და მარია კაჩინსკების სახელი ეწოდა. კაჩინსკების ქუჩა დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ცერემონიას პოლონეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კაჩინსკების ოჯახის ახლობლებიც ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომი გაიხსენა და ქართველი ხალხის წინაშე ლეხ კაჩინსკის დამსახურებებზე ისაუბრა.
"არსებობს მოსაზრება, რომ გმირები მხოლოდ წიგნებში არიან. ლეხ კაჩინსკის საქციელი ყველა ეტაპზე ჩვენი ურთიერთობისა, სრულიად საპირისპიროს ადასტურებდა. ის ჩამოვიდა საქართველოში მაშინ, როცა ვერავინ ბედავდა ჩვენსაჰაერო სივრცეში შემოსვლას, როდესაც მას უშუალოდ ემუქრებოდა ფიზიკური განადგურება იმ ხალხის მიერ, რომელებიც იმ წუთებში საქართველოს ქალაქებს ბომბავდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მან მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოვიდა თბილისში და პრაქტიკულად ფიზიკურად დადგა საქართველოს დედაქალაქის დასაცავად", - განაცხადა სააკაშვილმა.