პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დირექციასა და პედაგოგებს შორის ინციდენტი მოხდა. საქმე ეხება ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას, რომელიც იქვე მდებარე სკვერის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო სკოლაში განუცხადეს, შესაბამისი პროექტის ფარგლებში სკვერში მდებარე "სამი ხე და ორი ბუჩქი" უნდა მოიჭრას, რასაც პედაგოგთა ნაწილი ეწინააღმდეგება.
"ადგილი ჰქონდა პრიმიტიულ გაურკვევლობას. პედაგოგთა ნაწილი სასწავლო დაწესებულების ახალი კორპუსის სკოლის სკვერის ტერიტორიაზე აშენების წინააღმდეგ გამოვიდა. არადა სკვერი ზუსტად სამი ხისა და ორი ბუჩქისგან შედგება. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რატომ მოჰყვა აღნიშნულს ასეთი აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ეს ვიღაცას აწყობდა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სკოლის კანცელარიაში.
პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დირექციასა და პედაგოგთა ნაწილს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.