ხვალ, 2 ნოემბერს პარლამენტის ბიურის სხდომაზე პარტია "თავისუფლების" ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენის თარიღზე იმსჯელებენ. გამსახურდიასათვის დეპუტატის მანდატის მინიჭებაზე ბიურის დასკვნას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი წარუდგენს. Gავრცელებული ინფორმაციით, გამსახურდიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, სამშაბათის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანენ.
სამშაბათსვე გამსახურდიას პარლამენტარის ფიცზე ხელმოწერა მოუწევს, ერთ თვეში კი საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაციის წარდგინა, რის შემდეგაც კონსტანტინე გამსახურდია უკვე მანდატს ჩაიბარებს.
პარლამენტში დაბრუნების შედეგ, კონსტანტინე გამსახურდია, სავარაუდოდ, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გახდება.