„ვანო მერაბიშვილის საქმე არ არის რაიმე განსაკუთრებული ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგის სასამართლოში”, - ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა.
,,ეს არ არის არც ასანიძის, არც შამაევის საქმე, ეს არ არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი საქმე. ეს არის ერთი რიგითი პატიმარის საქმე, ამიტომ მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა“,-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ არ იცის, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება, მაგრამ ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები მისი პოლიტიკური გუნდიდან, აღარ არიან წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს.
„კონკრეტუალდ, ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება, აქედან გამომდინარე, ამაზე 14 ივნისის გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ იმოქმედებს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
წინასწარ პატიმრობასთან დაკშვირებით ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 14 ივნისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა.