დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კამერუნთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაის გუნდი კამერუნს ავსტრიის ქალაქ ლინცში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩამდე ავსტრიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.
დღევანდელ შეხვედრაში თემურ ქეცბაის შემდეგი ფეხბურთელების გამოყენების საშუალება ექნება:
ნუკრი რევიშვილი-ანჟი, რუსეთი; მაქსიმე ქვილითაია-ლოკომოტივი, თბილისი; მალხაზ ასათიანი-ლოკომოტივი, რუსეთი; ალეკო ამისულაშვილი-ნალჩიკი, რუსეთი; ილია კანდელაკი-შტურმი, ავსტრია; გიორგი შაშიაშვილი-ერგოტელისი, საბერძნეთი; უჩა ლობჟანიძე-დნეპრი, უკრაინა; ზურაბ ხიზანიშვილი-რედინგი, ინგლისი; ლევან კობიაშვილი-ჰერტა, გერმანია; ზურაბ მენთეშაშვილი-ჰაპოელი, იზრაელი; გიორგი მერებაშვილი-ვოივოდინა, სერბეთი; ალექსანდრე იაშვილი-კარლსრუე, გერმანია; ჯანო ანანიძე-სპარტაკი, რუსეთი; ლადო დვალიშვილი-მაკაბი, ისრაელი; ჯაბა დვალი-ზესტაფონი, საქართველო; რევაზ ბარაბაძე-ანჟი, რუსეთი; თორნიკე აფციაური-ზესტაფონი, საქართველო; ნიკოლოზ გელაშვილი-ზესტაფონი, საქართველო.
როგორც ცნობილია, კამერუნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა გასული და საქართველოს ნაკრებთან თამაშს მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებს.
ცნობილი ფრანგი მწვრთნელის პოლ ლე გენის გაწვრთნილი კამერუნის გუნდი ფიფას რეიტინგში მე-20 ადგილზეა. ბოლო საკონტროლო მატჩი კი იტალიის ნაკრებთან სტუმრად გამართა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას 0:0 ეთამაშა.
კამერუნის ნაკრების ბირთვს ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები წარმოადგენენ. გუნდის უდავო ლიდერი კი მილანის „ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტოოა.