დაბა ჩერქეზთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქართველების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ავტობუსის მფლობელი კომპანია "მაჰმუდოღლუ" დაფარავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხარიტონაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თურქეთის საკონსულოდან კომპანიამ უკვე მიიღო დაზარალებულების სია, რომლის მიხედვითაც კომპანია გადაწყვეტს, თუ კონკრეტულად რომელ ადამიანს რა სახის დახმარება სჭირდება.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში დაბა ჩერქეზთან ავარია მოხდა. ქართულ-თურქულია კომპანია "მაჰმუდოღლუს" ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა. ავარიის შედეგად საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა. 16 ქართველი დაშავებული ანკარას სხვადასხვა საავდმყოფოებში არიან გადაყვენილები, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა.