თბილისში, ცენტროლიტის დასახლების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი ქვესადგურ "ცენტროლიტში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოა.
25 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ანდრონიკაშვილის, ბარალეთის, ბარისახოს, ბიჭვინთის, ლიბანის, სარაჯიშვილის, ჭრებალოსა და ზაჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე განახლდება.