დღეს, 25 მაისს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გორს ესტუმრება.
პატრიარქი წმ. ნინოს ტაძარსა და ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის. ასევე გორში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
უწმინდესი გორსა და სოფელ კარალეთში კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრების გახსნას დაესწრება.
პატრიარქი გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად ჩადის.