თურქეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბურსას გემლიქის რაიონის სოფ. ჰაიდარიეს ეროვნულ პარკში ჩატარდა რიგით მე-4 ტრადიციული „ქართული სახალხო ზეიმი" , რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის25 წლისთავს მიეძღვნა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ელჩმა საელჩოს სახელით ზეიმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ქართული ანბანი, ქართული კალენდარი, CD ქართული ენის შესახებ, ქართულ-თურქული დროშებით გაფორმებული სამკერდე ნიშნები და სამახსოვრო სიგელები გადასცა.
ოფიციალური ნაწილის შემდგომ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. სტამბოლისქართული ხელოვნების სახლის ცეკვის ანსამბლმა „კავკასიის მთები", ქ. ინეგოლის და ორჰანგაზის ბავშვთა ცეკვისანსამბლებმა.
ღონისძიების ფარგლებში, სტამბოლის, ინეგოლის, საქარიას, დუზჯეს, ანკარისა და სხვა რეგიონის ქართულსათვისტომოებს წარმოდგენილი ჰქონდათ კუთხე საქართველოს დროშებითა და ქართული წარწერებით.
თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას თურქეთის პარლამენტის ბურსას დეპუტატიმმართველი პარტიიდან, ისმაილ აიდინი, მხარის გუბერნატორი, გემლიქის მერი, დიასპორის საკითხებში საქართველოსსახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი,საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, სოფო წკრიალაშვილი, ქართული კულტურისა და სხვა დაინტერესებულისამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ „ქართულ სახალხო ზეიმს" 3000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.