არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია გაკეთდა მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით და 8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით ძალაში შედის მთელი რიგი რეგულაციები.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, შესაბამისად იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარალამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.