გიორგი ვაშაძემ და მისმა თანაგუნდელებმა სამოქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს" იურიდიული რეგისტრაციის პროცედურისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი იუსტიციის სახლში ჩააბარეს. ,
,ერთი თვეა საჭირო პოლიტიკური პარტიის საბოლოო რეგისტრაციისთვის. ხარვეზის შემთხვევაშიც ამ ერთ თვიან მონაკვეთში გვეცნობება, თუმცა ჩვენ ყველა დოკუმენტი კანონის შესაბამისად წარვადგინეთ და დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ დავრეგისტრირდებით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციის დაჩქარება არ ხდება. ეს საკითხიც აუცილებლად მოსაგვარებელია და შესაცლელია. მანამდე კი ვაგრძელებთ ჩვეულ რიტმში მუშაობას: ვაყალიბებთ შტაბებს, ვხსნით ახალ ოფისებს, ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, ვხვდებით ამომრჩევლებს. ახლაც ქუთაისში მივდივარ და რამდენიმე დღეს დასავლეთ საქართველოში გავატარებ მხარდამჭერებთან"- განაცხადა ,,ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.