ხვალ, 25 მაისს, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე სამტრედიის რაიონს ესტუმრება.
24 მაისს მან გამართა შეხვედრები ჩოხატაურის რაიონის სოფლებში - ბუკისციხეში, იანეულსა და ხევში. ქდმ-ს თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას ლანჩხუთის თეატრში შეხვდა.
"ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკის გამო გურია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი რეგიონია. პოტენციალი, პირველ რიგში, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, გამოუყენებელი და აუთვისებელია. ქრისტიან-დემოკრატები დასაქმებას და ტარიფების გაიაფებას გპიდებით. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ჩვენი დაპირების რეალურობაში, შემოხაზეთ 30 მაისს ათიანი", - განაცხადა თარგამაძემ.