ლილოში თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალი ხაზის მშენებელობა დაიწყო.
ხაზისMმშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ ჩაუყარეს.
"მხოლოდ მშენებლობაზე 3 ათასი თბილისელი დასაქმდება. ახალი ხაზის აშენების შედეგად, გამოთავისუფლებული ტერიტორია კი რეალურად თბილისის ახალი ცენტრი და საქმიანო ზონა იქნება, სადაც ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა უგულავამ.
"თბილისის შემოვლითი რკინიგზის" პროექტის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით.
პროექტი დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 100 მლნ ევროს ოდენობით და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან ასევე 100 მლნ ევროთი.
ახალი სარკინიგზო ტრასის მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდება.