"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი~ საქართველოში მიმდინარე რეფორმებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადებები ფონდის წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრისას გაკეთდა.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის~ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პოლიტიკური რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს ასევე გააცნო "წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით გატარებული ის რეფორმები, რომელმაც სრულყოფაში მოიყვანა როგორც საარჩევნო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ტექნიკური პროცედურები~.
ფონდის წარმომადგენლები საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხითაც დაინტერესდნენ.