განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქალაქ რუსთავში, 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და 24-ე საჯარო სკოლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს პორტატული კომპიუტერი გადასცა.
შაშკინის განცხადებით, რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული სკოლაა საქართველოს მასშტაბით. მისი თქმით, ამ სკოლიდან პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე იმარჯვებს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. 2010 წელს სკოლას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული, 3 ოქროსა და 13 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.
შაშკინმა რუსთავიდან მიულოცა ბოლო ზარი საქართველოს ყველა სკოლის კურსდამთავრებულს.