საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლების მოთხოვნითYამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაში ქვეყნის ყოფილი პირველი ლედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები და რიგი პოლიტიკოსი, მათ შორის გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი და სოსო შატბერაშვილი მონაწილეობენ.
არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეების განცხადებით, ცოტნე გამსახურდიამ დღეიდან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
"ცოტნე, რომელიც 3 მაისიდან შიმშილობს, დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და თუ არ გაათავისუფლებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ წუთებში აქციაზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მისვლას ელოდებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველიცაა მობილიზებული.