ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. 11 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, 8 ოქტომბერის არჩევნები ჩატარდება პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
ანგარიშში ნახსენებია ,,რუსთავი 2” - თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.
ეუთოს მისიის შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობა არსებითად შეცვლილი არ არის და გაუთვალისწინებელი დარჩა ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.