ხვალ, 25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აეროპორტის სასტუმროს ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს მოინახულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბარამია დევნილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულ ერთ-ერთ უნარშეზღუდულ ახალგაზრდას ინვალიდის ეტლს და პერსონალურ კომპიუტერს გადასცემს.