არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართული აკადემიის" წევრებმა თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების "ერთადერთ გზაზე" დღეს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
აკადემიის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, იმისთვის, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.
"დანარჩენმა კანდიდატებმა კი თავისი კანდიდატურები უნდა მოხსნან", - განაცხადა ქანთარიამ, რომლის აზრითაც, ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი ირაკლი ალასანიას აქვს.
"ამიტომაც მხარს სწორედ ირაკლი ალასანიას კანდიდატურას ვუჭერთ", - დასძინა მან.
ქანთარიამ აღნიშნა, რომ 27 მაისს, 12:00 საათზე, "ქართული აკადემიის" წევრები საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბებიან, სადაც ალასანიას მხარდაჭერას ღიად გამოუცხადებენ.