27 მაისს, 13:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაში (მაჩაბლის #11) გაიმართება ქალთა არასამთავრობი ორგანიზაციების კომიტეტის პრესკონფერენცია, რომელიც განიხილავს ქალთა წარმომადგენლობების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და პოლიტიკური პარტიების პროგრამებს გენდერული თვალსაზრისით
პრესკონფერენსიაზე გაკეთდება განცხადება საქართველოში მუდმივმომქმედი ქალთა კომიტეტის დაფუძნების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა წინსვლის მხარდაჭერას პოლიტიკურ ასპარეზზე.
ქალთა კომიტეტი იმუშავებს საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიმართულებით და იქნება ქალთა მოძრაობის მაკოორდინირებელი სუბიექტი.
კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე რეგიონებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალი პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა ჩართვაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.